← ისტორიები
ისტორია · 2006
როგორ შეიქმნა გენეალოგია
2006 წლის 15 დეკემბერს საქართველოს დამსახურებულმა არქიტექტორმა თენგიზ კონსტანტინეს ძე მაჭარაშვილმა დაასრულა მაჭარაშვილების გვარის გენეალოგია — ხელით დახატული დიდი ხე, რომელიც 10 თაობას, 1745 წლიდან 2006 წლის დეკემბრამდე, მოიცავს.
ხეზე თითოეული ადამიანი თავისი თაობის ნომრით არის აღნიშნული. მოგვიანებით ხეს ლურჯი მელნით ახალი თაობის წარმომადგენლებიც დაემატა.
გენეალოგიის ბოლოს აღნიშნულია, რომ XXI საუკუნეში დაბადებულები — ლიზა მაჭარაშვილი (2000) და ქეთი მაჭარაშვილი (2004) — მეათე თაობას ეკუთვნიან.
ორიგინალი ხე სრულად შეგიძლიათ ნახოთ არქივში.
