თაობა I
სიმონ მაჭარაშვილი
ალი
ცხოვრება და მოღვაწეობა
სიმონის მამა, აჭარიდან იყო გადმოხიზნული იმერეთში, სოფელ კორბეულში. აქ მას შეურთავს მაჭარაშვილის ქალი და შეუცვლია გვარი. სიმონი მათი ერთადერთი შვილი იყო.
პირველი მაჭარაშვილი სოფელ ალში, მღვდელი, საქართველოს უკანასკნელი მეფის მხლებელი რუსეთში. თბილისში დაბრუნებულს კუკიაზე მიუცია მამული, ჩასულა ალში, სადაც განუხორციელებია “თომას მოციქულის” ეკლესიის რეკონსტრუქცია. შეეძინია ორი შვილი: იოსები და სპირიდონი.